მოკლედ, მოგეხსენებათ One Direction 2017 წელს ჩამოდის საქართველოში. (ბევრი ამბობს რომ ეს ტყუილია მაგრამ მე და ჩემს დაქალს ამის გვჯერა!) დიდიხანია იმ დღეს ველით როდესაც ჩვენ One Direction-ის 4 ანგელოზს სევხვდებით <3 და მგონი ეს დღე მალე დადგება.. ასე რომ გაგაცნობთ ჩემი დაქალის ჩანაწერს, ამ დღესთან დაკავშირებით !!!
ეძღვნება ყველა 'Directioners' ვისაც უხარია და სჯერა რომ ისინი ჩამოვლენ <3
2017 წელი.. როგორც იქნა .. ისინი აქ არიან , თბილისში. დღეს შესაძლებლობა გეძლევა რომ მათ შეხვდე შენი ამდენი ხნის ოცნება აიხდინო, ნახო 4 ანგელოზი, რომელიც ამდენი ხნის განმალობაში სიცოცხლეს გიფერადებდა<3 (ნაილი,ჰარი,ლიამი,ლუი) შენი ყველაზე დიდი სიყვარული , ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია შენ მას ნახავ სულ რამოდენიმე საათში.. ღმერთმა იცის თუ რამდენჯერ გაგიტარებია ღამე ტირილში, და რომც არ გდომებოდა , მასთან შეხვედრის წარმოდგენაზე ცრემლები გარეთ თვითონ იკვლევდნენ გზას.. მოუსვენრად ხარ, რათქმაუნდა , შენს ანგელოზთან შეხვედრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.. და აი უკვე დანიშნულების ადგილას ხარ , ცდილობ, მაქსიმუმს აკეთებ რომ იქვე არ წაიქცე და ტირილი დაიწყო. ორი დაქალი გყავს გვერდით, რომლებიც წლების განმალობაში ისმენდნენ შენს გულის ტკივილს, მაშინაც შენს გვერდზე იყვნენ როდესაც პირველად გაიგე რომ one direction ჩამოდიოდა და ხმას ვერ იღებდი დიდი ხნის განმალობაში ამხელა შოკის შემდეგ.. ვერ იჯერებ , რომ როგორც იქნა ეს დღე დადგა.. შენს ადგილას დგები, ტირილის შეკავებას ცდილობ და ელოდები როდის გამოვლენ ბიჭები. ცოტა გიკლია, რომ თავად არ შევარდე მათთან.. და უცებ გამოდის ადამიანი და იძახის რომ ბიჭებმა გადაწყვიტეს რომ ყველა ფანს იმ დროს, იმავე წამს თითოეულს შეხვედროდნენ.. შენ სიტყვები არ გაქვს კვლავ ხმა ჩავადნილი დგახარ შენი დაქალი კი გვერდზე გიდგას და ყველანაირად გამხნევებს. ბიჭები გამოდიან , შენ ამ დროს წინ იყურები.. ხედავ რომ შენს წინ (ნაილი,ჰარი,ლიამი,ლუი) დგას, მას ფანები ეხვევიან , კოცნიან, ტირიან, ეხუტებიან. უყურებ და თვალებს ვერ უჯერებ .. მისგან ოდნავ მოშორებით დგახარ, და იმდენად დაუძლურებული ხარ მიღებული შოკისგან რომ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებ, თითქოს პარალიზებული ხარ, ერთ წერტილს გაქვს მიჩერებული თვალები, თითქოს გარშემო არავინ და არაფერი არ არსებობს.. უყურებ, და ვერ ერკვევი ეს სიზმარია თუ ცხადი.. გულში მწვავე სიხარულისა და ტკივილის ნაზავს გრძნობ, რომელიც შიგნიდან გღრღნის.. ამ დროს სახეზე ხელებს გრძნობ, რომელიც სახიდან ცრემლებს გაშორებს, და ხვდები რომ ეს შენი დაქალია რომელიც ატირებული დგას, და ცდილობს საკუთარი თავი და ამავდროულად შენ დაგაწყნაროს.. არა, უკვე არაფერი აღარ დაგაწყნარებს, ცრემლები დაუკითხავად მოდიან, სახე მდინარეს მიგიგავს, მთელი სხეულით კანკალებ და გგონია რომ მიწა გეცლება. ამ დროს ამჩნევ, რომ (ნაილი,ჰარი,ლიამი,ლუი) შენთან ახლოს მოიწევს, ყველა ფანს რიგრიგობით ეხვევა შეძლებისდაგვარად, არ გჯერა რომ ეს ხდება, ვერ აცნობიერებ სანამ შენსგან 2 ნაბიჯის მოშორებით არ დაინახავ, გზას მიიკვლევ ჰარისკენ, თითქოს შენს სიცოცხლეს მისდევ, რომ დაიჭირო, ხელიდან გაშვების შემთხვევაში ვერ გადარჩები. მიხვედი.... ხედავ, შენს წინ დგას , ძლივს ძლივობით გადაგდი ნაბიჯი და ძლიერ , ისე როგორც არავის არასდროს არ მიკარებიხარ, ჩაეხუტე, და აი ახლა უკვე ღრიალი დაიწყე, მისი მკლავი მთლიანად სველია, ტირილის შეწყვეტას ცდილობ, თუმცა არ გამოგდის.. (ნაილს,ჰარის,ლიამს,ლუის) ეკვრი, არ შორდები, მანაც მოგხვია ხელები, და თავისი ჩვეული თბილი სიტყვებით დამშვიდება დაგიწყო, .. არ შორდები, თითქოს ამ მომენტში ის მხოლოდ შენია, შენ ის ნახე, გეგონა რომ ეს არასდროს მოხდებოდა, მაგრამ ამ წამს ხდებოდა და ნამდვილად არ აპირებდი მის გაშვებას ასე ადვილად. კვლავ ტირი, ვერ ჩერდები. ის ხელს გიშვებს.. გარბიხარ, უკანმოუხედავად ტოვებ ყველაფერს, მირბიხარ როგორც შეგიძლია, ტელეფონიც კი დაქალს დაუტოვე, ამიტომ ვერავინ ვერ დაგიკავშირდება, ჯდები რომელიღაც სკამზე, გარეთ არავინ არაა, ჯდები არა იკუნტები, ხელებს ფეხებზე იხვევ და მთელი ძალით, ტირი, არ ჩერდები, ხმამაღლა , ბოლო ხმაზე ღრიალებ, არ იცი რა გააკეთო.. უბრალოდ ტირი და იცი რომ ეს მომენტი რაც რამოდენიმე წუთის წინ გადაგხდა, მთელს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წამი იყო და ამის გამო სულ, ყოველთვის ბედნიერი იქნებოდი და ყოველ წამს როდესაც მოიწყენდი, გაიხსენებდი თუ როგორ ჩაეხუტე მას, როგორ მოგხვია ხელები, აი ამ მომენტით აპირებ ცხოვრებას.. იცი , რომ სიცოცხლის ბოლომდე გეყვარება და ამ წამს შენ უბრალოდ... ბედნიერი ხარ!...
-------------
თითქმის ონლაინგოგო
Saturday, April 16, 2016
Sunday, March 27, 2016
საბედიწერო შეცდომა...
ადამიანები მრავალი საუკუნეა ებრძვიან და უპირისპირდებიან ქვესკნელთა სამყაროს, რადგან ისინი მათთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ, მაგრამ მათ არასდროს გასჩენიათ ეს კითხვა - „რა მოხდებოდა მეც რომ ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი?“
ჩვენ არ შეგვიძლია გარდავქმნათ ჩვენი ბედი, რომელიც უკვე ზეცაშია დაწერილი.
მეც ქვესკნელთა სამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენელი - ვამპირი ვარ. ვამპირები საერთოდ აღარ არსებობენ, ისინი განადგურდნენ. მხოლოდ მე გადავრჩი. ჯერ კიდევ 10 წლის ვიყავი, როდესაც სულ მარტო დავრჩი და მაშინ ადამიანთა სამყაროს შევაფარე თავი, სწორედ მათ რომლებმაც ჩემი მოდგმა ფერფლად აქციეს. ამ ამბის შემდეგ 8 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩემს სიმარტოვეს არაფერი ეშველა. ხალხი ჩემგან თავს შორს იჭერს, თითქოს ხვდებიან რაც ვარ. რთულია ცხოვრება სამყაროში, სადაც გარიყული ხარ, სადაც გულწრფელი ვერ იქნები, ვერ მოყვები ვერაფერს შენს შესახებ და რაც მთავარია, იქნები დაძაბული, რომ შემთხვევით ვინმე შენი მსხვერპლი არ გახდეს. რასაკვირველია ეს ჩემთვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან უკვე შევეჩვიე ადამიანურ ცხოვრებას, მაგრამ ჩემში სადღაც მაინც არის ვამპირული გრძნობები დატყვევებული, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ აგიზგიზდნენ და საბოლოოდ გაღვივდნენ ჩემში, მათ შეკავებას კი არ ვიცი როდემდე შევძლებ. სისხლით გამოწვეულ მოთხოვნილებების ცოტათი მაინც დაკმაყოფილებაში მეხმარება ადამიანების საკვები. ვამპირები მართალია უკვდავები ვართ, მაგრამ გვაქვს სუსტი წერტილები, რითაც ჩვენი განადგურება შეიძლება. ასე მოხდა 8 წლის წინ, როდესაც ადამიანებმა გაარღვიეს კედელი და ჩვენს აკადემიაში შემოიჭრნენ, ცეცხლი წაუკიდეს ყველაფერს და ჩემი მოდგმა გაანადგურეს. მე კი გადავრჩი, რადგან აკადემიისგან მოშორებით ვიყავი და ვერავინ ვერ შემნიშნა. მაგრამ რა ვუთხარი მე ამ გადარჩენას. რაც გიწერია ის არ აგცდება. შენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს, ისედაც საშინელი ცხოვრება. როგორც ავღნიშნე მე ვამპირი ვარ და ვამპირები კი მზეს გაურბიან, რადგან მზე ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ვამპირი ვარ, ძალიან მიყვარს მზე, მისი სხივები, რომლებიც დილით ჩემს ოთახში იჭრებიან, მზე რომლის ჩასვლა და ამოსვლა, არც ერთხელ არ გამომიტოვებია და მზე რომელიც სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის.
ერთ დღეს როდესაც სკოლისკენ გავემართე, ვიგრძენი როგორი მწველი და მცხუნვარე მზე იყო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. აი ჩემი შეცდომაც, დავივიწყე ჩემი წარმომავლობა და თავი ადამიანად გავასაღე. მე სადაც ვცხოვრობდი იმ ქალაქში, ძალიან ბევრი იყო ვამპირებზე ლეგენდები. მათ ხსენებაზე ყველას არასასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა, ამიტომ მათზე ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაილაპარაკებდა. როდესაც სკოლას მივუახლოვდი, რაღაც შეგრძნება დამეუფლა, შეგრძნება რომელიც არასოდეს მქონია. ეს წვის შეგრძნება იყო. მე ვიწვოდი. მზის სხივები მწვავდნენ. სხივები, რომლებსაც ყოველ დილით ვეთამაშებოდი და ყველაზე საზარელი ის იყო, რომ ამას ხალხი ხედავდა. ჩემს გარშემო მათი რაოდენობა იზრდებოდა და ნელ-ნელა ყველასთვის ნათელი ხდებოდა თუ რა ვიყავი. ვამპირი. მე ვამპირი ვიყავი. ადამიანებმა საშინელი განაჩენი გამომიტანეს, იმაზე საშინელი ვიდრე ეს კოცონზე დაწვაა. მათ მე შემიპყრეს და სამუდამოდ დამატყვევეს სარდაფში, საიდანაც გაღწევა შეუძლებელია, რომლის კედლებს ვერასოდეს დავაღწევ თავს და ვეღარასდროს დავინახავ მზეს, რომელიც ჩემი ერთადერთი მეგობარი და ამასთანავე ჩემი დაუნდობელი მტერია..
დიახ, ერთი შეცდომა და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება და ზოგჯერ ამ შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ გვეძლევა.

Friday, December 4, 2015
განათლება და ჯანმრთელობის დაცვა მთელ მსოფლიოში უფასო უნდა იყოს!
ჩემი აზრით განათლება და ჯანმრთელობის დაცვა, მთელ მსოფლიოში უფასო უნდა იყოს, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება მიიღოს განათლება,იმიტომ რომ გაარჩიოს, გაანალიზოს ის მოვლენები, რომელიც მის გარშემო, მის ირგვლივ ხდება. ყველა სკოლა რომ ფასიანი იყოს, მაშინ ადამიანები განათლებას ვერ მივიღებთ, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვისწავლით როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი, ვერ მივაღწევთ ცხოვრებაში იმას რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ეს პირველ რიგში უნდა იყოს მოგვარებული, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი ხანში შესულებს არ აქვთ კარგი მკურნალობის საშუალება, რის გამოც ისინი ნაადრევად იღუპებიან, ამიტომ მე ვთვლი რომ საჭიროა უფასო განათლება და ჯანმრთელობის დაცვა მთელ მსოფლიოში.

მწვანე ციყვის ამბავი
მსოფლიოში სხვადასხვა სახის ცხოველი არსებობს. ერთ ტყეში მრავალი ფრინველი, ცხოველი თუ მცენარეა. მე მწვანე ციყვი ვარ. ჩემი შეფერილობის გამო ყველა დამცინის, მასხრად მიგდებენ, განსაკუთრებით კი ციყვები დამცინიან. არ მიღებენ ისეთს როგორიც ვარ. თხილს რომ შევაგროვებ ზამთრისთვის, მოვლენ და ყველაფერს წამართმევენ. მხოლოდ ადამიანები მექცევიან კარგად. ვინც დამინახავს ხელში ამიყვანს და მომეფერება. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი. ადრე მეც ჩვეულებრივი ციყვი ვიყავი და ისეთი ფერი მქონდა როგორიც სხვა ციყვებს აქვთ, მაგრამ ერთ დღეს მწვანე კაკალი დამეცა თავში. ორი დღე ცუდად ვიყავი, დედაჩემი ნერვიულობდა. თურმე ფერი მეცვლებოდა და იმიტომ ვყოფილვარ ავად. ადამიანები მეუბნებიან: ,, შენ ყველაზე განსხვავებული და განსაკუთრებული ხარო." შეიძლება ასეც არის, მაგრამ მაშინ ყველა რატომ დამცინის?! პატარა რომ ვიყავი, იმ დღეს როდესაც ფერი შემეცვალა, დედამ მითხრა: ,,შენ განსაკუთრებული ხარ, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, რომ შენი ბევრს შეშურდება, ისინი შეეცდებიან დაგცინონ, მასხრად აგიგდონ, მაგრამ ამის გამო არ დაღონდე, პირიქით გაძლიერდი და შენი თავის ირწმუნეო."
გავიდა წლები, მეგობრები გამიჩნდნენ, ისინი სულ მეუბნებიან რა ლამაზი და განსხვავებული ხარო. აღარავინ დამცინის, პირიქით ყველა ჩემთან მეგობრობს. :) :) :)
გავიდა წლები, მეგობრები გამიჩნდნენ, ისინი სულ მეუბნებიან რა ლამაზი და განსხვავებული ხარო. აღარავინ დამცინის, პირიქით ყველა ჩემთან მეგობრობს. :) :) :)
Saturday, November 14, 2015
ყველაფერი თავდაყირა !!!
იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქვეყანა,თავიდან ყველაფერი თავის ადგილზე იყო , სანამ არ გამოჩნდა ერთი გოგონა, რომელმაც ყელაფერი თავდაყირა დააყენა. ეს გოგონა იყო , ერთი ბოროტი ჯადოქრის ერთადერთი შვილი სახელად - მელვინა. თვითონ ბოროტი არ იყო მაგრამ,დედამისი ხელს უშლიდა სიკეთის კეთებაში, მასაც სხვა გზა არ ჰქონდა. ერთხელ მელვინა შეიპარა საშინელი და საზარელი ჯადოქრის ოთახში და მისი გრძელი, შავტარიანი ჯოხი მოიპარა. უნდოდა, რომ ყველაფერი შავი და ბნელით მოცული, სინათლით შეეცვალა, მაგრამ რადგან მან შელოცვა არ იცოდა ყველაფერი სხვანაირად მოხდა: თევზებმა წყლის მაგივრად ხეებზე დაიწყეს ცხოვრება, უსწავლელ ბავშვებს ცუდი ნიშნის ნაცვლას 10 ქულა ეწერებოდათ, ადამიანები კი არ ბერდებოდნენ, არამედ ახაგაზრდებად რჩებოდნენ და ა.შ. მელვინას შეეშინდა, ნანობდა, "ეს რა ჩავიდინეო", მაგრამ ერთი მხრივ კარგიც იყო, მან ხომ ცხოვრება შეცვალა. ბოროტ ჯადოქარს რომ გაეგო მელვინას საქციელის შესახებ, გამწარდებოდა და ალბათ თავისი მრისხანებისგან მთელ ქვეყანას გადაწვავდა.მაგრამ ამაოდ,მელვინამ ერთი რაღაც მოიფიქრა. გადაწყვიტა რომ ბოროტი ჯადოქრის გაღვიძებამდე შეპარულიყო მის ბიბლიოთეკაში, მოეძებნა შელოცვის წიგნი და ყველაფერი თავის ადგილზე დაებრუნებინა.ეს საქმე კი ასე მარტივად მოსაგვარებელი არ იყო. მელვინა ჩუმად შეიპარა ბიბლიოთეკაში, იპოვა შელოცვის წიგნი, მაგრამ გადაშალა და იქიდან ერთი პატარა, თეთრი მტრედი ამოფრინდა.მტრედმა მელვინას თავისი ისტორია მოუყვა, თურმე ის ყოფილა ნაკადულებისა და ჩანჩქერების, ზღვებისა და ოკეანეების მფარველი ანგელოზი. შემთხვევით მას ჯადოქრისა და გრძელცხვირა ზღარბის საუბარი მოუსმენია, ეს რომ ჯადოქარს გაუგონია, მისტვის ყველაფერი წაურთმევია, მტრედად უქცევია, მაგრამ ესეც არ უკმარია და შელოცვების წიგნში გამოუკეტია. მელვინას მბრწყინავ თვალებზე ვერცხლისფერი ცრემლები მოაწვა. მისი ერთი წვეთი ცრემლი წიგნს დაეცა და უცებ მისმა სურვილმა ახდენა დაიწყო. ცაზე ფერადი ცისარტყელა გამოჩნდა,ადამიანები რომლებიც სულ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ეხლა ერთად დადიოდნენ და იცინოდნენ. აი მელვინას მთავარი ოცნება - ყველა ადამიანის თვალებში სიკეთე სუფევდა, არც შური ,არც ბოღმა, არც მტრული განწყობა იყო. ის თეთრი მტრედი კი თავის პირვანდელ სახე დაუბრუნდა და გახდა ისევ, ნაკადულებისა და ჩანჩქერების, ზღვეისა და ოკეანეების ფერია.გახარებული და თვალებაციმციმებული მელვინა ფერიასთან ერთად ბიბლიოთეკიდან სულ- ცეკვა სიმღერით გამოვარდა,მაგრამ უცებ გაჩერდა და ჩუმად შეიპარა დედამისის ანუ ბოროტი ჯადოქრის ოთახში, ჯოხის დასადებად. შეაღო კარები და დაინახა თეთრ კაბაში გამოწყობილი მაღალი ლამაზი ქალი. გაუკვირდა და მიხვდა რომ მისმა სურვილმა არამარტო მთელ ქვეყანაზე არამედ ყველაზე ბოროტ და საზარელ ჯადოქარზეც კი იმოქმედა.ასე ჩადგა ყველაფერი თავის კალაპოტში და მთელ ქვეყანაში სიკეთემ დაისადგურა.
,, ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.''
(ეს ჩემი დაწერილი ზღაპარია. იმედია მოგეწონათ. ეს სათაური მოცემულია მეშვიდე კლასის, ქართული ლიტერატურის წიგნში.ეს ზღაპარი შეიძლება დაგეხმაროთ, დავალების შესრულებაში. <3 <3 <3 )

Thursday, November 5, 2015
პატარა ანგელოზის ამბავი...
ეს ჩემი მოგონილი ამბავია, იმედია არ დამიწუნებთ :)
ჩემს უბანში ერთი პატარა 10 წლის გოგონა ცხოვრობდა, მას მშობლები არ ჰყავდა, რადგან ისინი ერთმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ამიტომ მას მოხუცი ბებია ზრდიდა. გოგონა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე კარგად სწავლობდა, მისი ამხანაგები და მასწავლებლები ყველაფერში ეხმარებოდნენ, ის სწავლისთვის დიდად მოწადინებული იყო, უნდოდა რომ კარგი მომავალი შეექმნა.
ერთხელ ბებია ლოგინად ჩავარდა, ფეხზე ადგომაც კი აღარ შეეძლო. გოგონა იძულებული გახდა სახლის საქმეც გაეკეთებინა და ამასთანავე ავადმყოფი ბებიისთვის მიეხედა, რომელსაც პირში სული მძლივს ედგა. გოგონას სწავლისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა.
და უცებ გამოჩნდა ქალი რომლისთვის წერილი სკოლას გაუგზავნია გოგონასთან დაკავშირებით. მას მისი შვილად აყვანა სურდა, გაიგო ბავშვის ტრაგედიით სავსე ცხოვრების შესახებ. გოგონა ამ ამბავმა ძალიან გაახარა, იგი სიხარულისგან ცას ეწია. ქალმა და გოგონამ ერთად ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს, ეს ქალი არც მდიდარი და არც ღარიბი, საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო. ყველაფერს აკეთებდა ამ ბავშვის ბედნიერებისთვის. ბებია უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც გოგონა მოიწყენდა დედობილი ამხნევებდა. მისი საშუალებით გოგონამ სკოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია. ყველა მადლობას უხდიდა ქალს რომ გოგონას ასე დაეხმარა და ოჯახი აჩუქა. ის ძალიან ბედნიერი იყო. სიცოხლის ხალისი დაუბრუნდა, მიზნებს ისახავდა და ფიქრობდა რომ ღმერთმა მას ნათელი მომავლის შექმნის საშუალება მისცა.
მაგრამ... ერთ უბედურ დღეს როდესაც კოკისპირული წვიმა იყო, გოგონას ავტობუსი მოსრიალდა და ხევში გადავარდა. გოგონა დაიღუპა, ალბათ სწორედ ეს იყო მისი ბედი. ის მაღლა, თავის მშობლებთან გაფრინდა და პატარა ანგელოზად იქცა....

Friday, October 30, 2015
ძალადობა!
დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ძალადობა. ძალადობა ეს არის ისეთი რამ რასაც არ გააჩნია რელიგია, ის ყველა ქვეყანაში რაღაცა დოზით არის გავრცელებული. ყველაზე მეტად კი კოლუმბიაში და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა : სუდანი , სამ. აფრიკის რესპუბლიკა, ანგოლა.
ძალადობა არის ადამიანზე ისეთი ძალის გამოყენება, რომელზედაც ის თანახმა არ არის.ამ დროს არის აგრესია,მუქარა, წამება და ა.შ. ეს ყველაფერი კი ხშირად სიკვდილით სრულდება. მისი მსხვერპლი შეიძლება იყოს - ქალი, ბავშვი, მოხუცი, ინვალიდი.იშვიათად-მამაკაცი.ძალადობა იწვევს სხეულის დაზიანებას, განსაკუთრებით კი აღინიშნება ფსიქოლოგიურ ტრამვა.
ყველაზე ფართოდ გამოხატული ფორმაა ძალადობა ოჯახში. ამ დროს არის ფიზიკური ძალადობა,ყვირილი,შეურაცყოფის მიყენება და ა.შ.
წესით დღეს 21-ე საუკუნეში ძალადობაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, მაგრამ როგორც ჩანს დრო ადამიანს ვერ ცვლის.
ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ერთმანეთი და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც განცდილი აქვს ეს უბედურება მხარში ამოვუდგეთ. ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ამ სისასტიკეს და გაუნათლებლობას.ეს ყოველივე კი სწორედ ადამიანების გაუნათლებლობასა და არასწორ აღზრდაზე მიგვითითებს.
ა რ ა
ძ ა ლ ა დ ო ბ ა ს
! ! !

Subscribe to:
Posts (Atom)