მოკლედ, მოგეხსენებათ One Direction 2017 წელს ჩამოდის საქართველოში. (ბევრი ამბობს რომ ეს ტყუილია მაგრამ მე და ჩემს დაქალს ამის გვჯერა!) დიდიხანია იმ დღეს ველით როდესაც ჩვენ One Direction-ის 4 ანგელოზს სევხვდებით <3 და მგონი ეს დღე მალე დადგება.. ასე რომ გაგაცნობთ ჩემი დაქალის ჩანაწერს, ამ დღესთან დაკავშირებით !!!
ეძღვნება ყველა 'Directioners' ვისაც უხარია და სჯერა რომ ისინი ჩამოვლენ <3
2017 წელი.. როგორც იქნა .. ისინი აქ არიან , თბილისში. დღეს შესაძლებლობა გეძლევა რომ მათ შეხვდე შენი ამდენი ხნის ოცნება აიხდინო, ნახო 4 ანგელოზი, რომელიც ამდენი ხნის განმალობაში სიცოცხლეს გიფერადებდა<3 (ნაილი,ჰარი,ლიამი,ლუი) შენი ყველაზე დიდი სიყვარული , ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია შენ მას ნახავ სულ რამოდენიმე საათში.. ღმერთმა იცის თუ რამდენჯერ გაგიტარებია ღამე ტირილში, და რომც არ გდომებოდა , მასთან შეხვედრის წარმოდგენაზე ცრემლები გარეთ თვითონ იკვლევდნენ გზას.. მოუსვენრად ხარ, რათქმაუნდა , შენს ანგელოზთან შეხვედრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.. და აი უკვე დანიშნულების ადგილას ხარ , ცდილობ, მაქსიმუმს აკეთებ რომ იქვე არ წაიქცე და ტირილი დაიწყო. ორი დაქალი გყავს გვერდით, რომლებიც წლების განმალობაში ისმენდნენ შენს გულის ტკივილს, მაშინაც შენს გვერდზე იყვნენ როდესაც პირველად გაიგე რომ one direction ჩამოდიოდა და ხმას ვერ იღებდი დიდი ხნის განმალობაში ამხელა შოკის შემდეგ.. ვერ იჯერებ , რომ როგორც იქნა ეს დღე დადგა.. შენს ადგილას დგები, ტირილის შეკავებას ცდილობ და ელოდები როდის გამოვლენ ბიჭები. ცოტა გიკლია, რომ თავად არ შევარდე მათთან.. და უცებ გამოდის ადამიანი და იძახის რომ ბიჭებმა გადაწყვიტეს რომ ყველა ფანს იმ დროს, იმავე წამს თითოეულს შეხვედროდნენ.. შენ სიტყვები არ გაქვს კვლავ ხმა ჩავადნილი დგახარ შენი დაქალი კი გვერდზე გიდგას და ყველანაირად გამხნევებს. ბიჭები გამოდიან , შენ ამ დროს წინ იყურები.. ხედავ რომ შენს წინ (ნაილი,ჰარი,ლიამი,ლუი) დგას, მას ფანები ეხვევიან , კოცნიან, ტირიან, ეხუტებიან. უყურებ და თვალებს ვერ უჯერებ .. მისგან ოდნავ მოშორებით დგახარ, და იმდენად დაუძლურებული ხარ მიღებული შოკისგან რომ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებ, თითქოს პარალიზებული ხარ, ერთ წერტილს გაქვს მიჩერებული თვალები, თითქოს გარშემო არავინ და არაფერი არ არსებობს.. უყურებ, და ვერ ერკვევი ეს სიზმარია თუ ცხადი.. გულში მწვავე სიხარულისა და ტკივილის ნაზავს გრძნობ, რომელიც შიგნიდან გღრღნის.. ამ დროს სახეზე ხელებს გრძნობ, რომელიც სახიდან ცრემლებს გაშორებს, და ხვდები რომ ეს შენი დაქალია რომელიც ატირებული დგას, და ცდილობს საკუთარი თავი და ამავდროულად შენ დაგაწყნაროს.. არა, უკვე არაფერი აღარ დაგაწყნარებს, ცრემლები დაუკითხავად მოდიან, სახე მდინარეს მიგიგავს, მთელი სხეულით კანკალებ და გგონია რომ მიწა გეცლება. ამ დროს ამჩნევ, რომ (ნაილი,ჰარი,ლიამი,ლუი) შენთან ახლოს მოიწევს, ყველა ფანს რიგრიგობით ეხვევა შეძლებისდაგვარად, არ გჯერა რომ ეს ხდება, ვერ აცნობიერებ სანამ შენსგან 2 ნაბიჯის მოშორებით არ დაინახავ, გზას მიიკვლევ ჰარისკენ, თითქოს შენს სიცოცხლეს მისდევ, რომ დაიჭირო, ხელიდან გაშვების შემთხვევაში ვერ გადარჩები. მიხვედი.... ხედავ, შენს წინ დგას , ძლივს ძლივობით გადაგდი ნაბიჯი და ძლიერ , ისე როგორც არავის არასდროს არ მიკარებიხარ, ჩაეხუტე, და აი ახლა უკვე ღრიალი დაიწყე, მისი მკლავი მთლიანად სველია, ტირილის შეწყვეტას ცდილობ, თუმცა არ გამოგდის.. (ნაილს,ჰარის,ლიამს,ლუის) ეკვრი, არ შორდები, მანაც მოგხვია ხელები, და თავისი ჩვეული თბილი სიტყვებით დამშვიდება დაგიწყო, .. არ შორდები, თითქოს ამ მომენტში ის მხოლოდ შენია, შენ ის ნახე, გეგონა რომ ეს არასდროს მოხდებოდა, მაგრამ ამ წამს ხდებოდა და ნამდვილად არ აპირებდი მის გაშვებას ასე ადვილად. კვლავ ტირი, ვერ ჩერდები. ის ხელს გიშვებს.. გარბიხარ, უკანმოუხედავად ტოვებ ყველაფერს, მირბიხარ როგორც შეგიძლია, ტელეფონიც კი დაქალს დაუტოვე, ამიტომ ვერავინ ვერ დაგიკავშირდება, ჯდები რომელიღაც სკამზე, გარეთ არავინ არაა, ჯდები არა იკუნტები, ხელებს ფეხებზე იხვევ და მთელი ძალით, ტირი, არ ჩერდები, ხმამაღლა , ბოლო ხმაზე ღრიალებ, არ იცი რა გააკეთო.. უბრალოდ ტირი და იცი რომ ეს მომენტი რაც რამოდენიმე წუთის წინ გადაგხდა, მთელს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წამი იყო და ამის გამო სულ, ყოველთვის ბედნიერი იქნებოდი და ყოველ წამს როდესაც მოიწყენდი, გაიხსენებდი თუ როგორ ჩაეხუტე მას, როგორ მოგხვია ხელები, აი ამ მომენტით აპირებ ცხოვრებას.. იცი , რომ სიცოცხლის ბოლომდე გეყვარება და ამ წამს შენ უბრალოდ... ბედნიერი ხარ!...
-------------
No comments:
Post a Comment