Friday, December 4, 2015

განათლება და ჯანმრთელობის დაცვა მთელ მსოფლიოში უფასო უნდა იყოს!

     ჩემი აზრით განათლება და ჯანმრთელობის დაცვა, მთელ მსოფლიოში უფასო უნდა იყოს, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება მიიღოს განათლება,იმიტომ რომ გაარჩიოს, გაანალიზოს ის მოვლენები, რომელიც მის გარშემო, მის ირგვლივ ხდება. ყველა სკოლა რომ ფასიანი იყოს, მაშინ ადამიანები განათლებას  ვერ მივიღებთ, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვისწავლით როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი, ვერ მივაღწევთ ცხოვრებაში იმას რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ.
      რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ეს პირველ რიგში უნდა იყოს მოგვარებული, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე  მნიშვნელოვანია.ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი ხანში შესულებს არ აქვთ კარგი მკურნალობის საშუალება, რის გამოც ისინი ნაადრევად იღუპებიან, ამიტომ მე ვთვლი რომ საჭიროა უფასო განათლება და ჯანმრთელობის დაცვა მთელ მსოფლიოში.

მწვანე ციყვის ამბავი

        მსოფლიოში სხვადასხვა სახის ცხოველი არსებობს. ერთ ტყეში მრავალი ფრინველი, ცხოველი თუ მცენარეა. მე მწვანე ციყვი ვარ. ჩემი შეფერილობის გამო ყველა დამცინის, მასხრად მიგდებენ, განსაკუთრებით კი ციყვები დამცინიან. არ მიღებენ ისეთს როგორიც ვარ. თხილს რომ შევაგროვებ  ზამთრისთვის, მოვლენ და ყველაფერს  წამართმევენ. მხოლოდ ადამიანები მექცევიან კარგად. ვინც დამინახავს ხელში ამიყვანს და მომეფერება. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი. ადრე მეც ჩვეულებრივი ციყვი ვიყავი და ისეთი ფერი მქონდა როგორიც სხვა ციყვებს აქვთ, მაგრამ ერთ დღეს მწვანე კაკალი დამეცა თავში. ორი დღე ცუდად ვიყავი, დედაჩემი ნერვიულობდა. თურმე ფერი მეცვლებოდა და იმიტომ ვყოფილვარ ავად. ადამიანები მეუბნებიან: ,, შენ ყველაზე განსხვავებული და განსაკუთრებული ხარო." შეიძლება ასეც არის, მაგრამ მაშინ ყველა რატომ დამცინის?! პატარა რომ ვიყავი, იმ დღეს როდესაც ფერი შემეცვალა, დედამ მითხრა: ,,შენ განსაკუთრებული ხარ, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, რომ შენი ბევრს შეშურდება, ისინი შეეცდებიან დაგცინონ, მასხრად აგიგდონ, მაგრამ ამის გამო არ დაღონდე, პირიქით გაძლიერდი და შენი თავის ირწმუნეო."
           გავიდა წლები, მეგობრები გამიჩნდნენ, ისინი სულ მეუბნებიან რა ლამაზი და განსხვავებული ხარო. აღარავინ დამცინის, პირიქით ყველა ჩემთან მეგობრობს. :) :) :)

Saturday, November 14, 2015

ყველაფერი თავდაყირა !!!

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქვეყანა,თავიდან ყველაფერი თავის ადგილზე იყო , სანამ არ გამოჩნდა ერთი გოგონა, რომელმაც ყელაფერი თავდაყირა დააყენა. ეს გოგონა იყო , ერთი ბოროტი ჯადოქრის ერთადერთი შვილი სახელად - მელვინა. თვითონ ბოროტი არ იყო მაგრამ,დედამისი ხელს უშლიდა სიკეთის კეთებაში, მასაც სხვა გზა არ ჰქონდა. ერთხელ მელვინა შეიპარა საშინელი და საზარელი ჯადოქრის ოთახში და მისი გრძელი, შავტარიანი ჯოხი მოიპარა. უნდოდა, რომ ყველაფერი შავი და ბნელით მოცული, სინათლით შეეცვალა, მაგრამ რადგან მან შელოცვა არ იცოდა ყველაფერი სხვანაირად მოხდა: თევზებმა წყლის მაგივრად ხეებზე დაიწყეს ცხოვრება, უსწავლელ ბავშვებს ცუდი ნიშნის ნაცვლას 10 ქულა ეწერებოდათ, ადამიანები კი არ ბერდებოდნენ, არამედ ახაგაზრდებად რჩებოდნენ და ა.შ. მელვინას შეეშინდა, ნანობდა, "ეს რა ჩავიდინეო", მაგრამ ერთი მხრივ კარგიც იყო, მან ხომ ცხოვრება შეცვალა. ბოროტ ჯადოქარს რომ გაეგო მელვინას საქციელის შესახებ, გამწარდებოდა და ალბათ თავისი მრისხანებისგან მთელ ქვეყანას გადაწვავდა.მაგრამ ამაოდ,მელვინამ ერთი რაღაც მოიფიქრა. გადაწყვიტა რომ ბოროტი ჯადოქრის გაღვიძებამდე შეპარულიყო მის ბიბლიოთეკაში, მოეძებნა შელოცვის წიგნი და ყველაფერი თავის ადგილზე დაებრუნებინა.ეს საქმე კი ასე მარტივად მოსაგვარებელი არ იყო. მელვინა ჩუმად შეიპარა ბიბლიოთეკაში, იპოვა შელოცვის წიგნი, მაგრამ გადაშალა და იქიდან ერთი პატარა, თეთრი მტრედი ამოფრინდა.მტრედმა მელვინას თავისი ისტორია მოუყვა, თურმე ის ყოფილა ნაკადულებისა და ჩანჩქერების, ზღვებისა და ოკეანეების მფარველი ანგელოზი. შემთხვევით მას ჯადოქრისა და გრძელცხვირა ზღარბის საუბარი მოუსმენია, ეს რომ ჯადოქარს გაუგონია, მისტვის ყველაფერი წაურთმევია, მტრედად უქცევია, მაგრამ ესეც არ უკმარია და შელოცვების წიგნში გამოუკეტია. მელვინას მბრწყინავ თვალებზე  ვერცხლისფერი ცრემლები მოაწვა. მისი ერთი წვეთი ცრემლი წიგნს დაეცა და უცებ მისმა სურვილმა ახდენა დაიწყო.  ცაზე ფერადი ცისარტყელა გამოჩნდა,ადამიანები რომლებიც სულ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ეხლა ერთად დადიოდნენ და იცინოდნენ. აი მელვინას მთავარი ოცნება - ყველა ადამიანის თვალებში სიკეთე სუფევდა, არც შური ,არც ბოღმა, არც მტრული განწყობა იყო. ის თეთრი მტრედი კი თავის პირვანდელ სახე დაუბრუნდა  და გახდა ისევ, ნაკადულებისა და ჩანჩქერების, ზღვეისა და ოკეანეების ფერია.გახარებული და თვალებაციმციმებული მელვინა ფერიასთან ერთად ბიბლიოთეკიდან სულ- ცეკვა სიმღერით გამოვარდა,მაგრამ უცებ გაჩერდა და ჩუმად შეიპარა დედამისის ანუ ბოროტი ჯადოქრის ოთახში, ჯოხის დასადებად. შეაღო კარები და დაინახა თეთრ კაბაში გამოწყობილი მაღალი ლამაზი ქალი. გაუკვირდა და მიხვდა რომ მისმა სურვილმა არამარტო მთელ ქვეყანაზე არამედ ყველაზე ბოროტ და საზარელ ჯადოქარზეც კი იმოქმედა.ასე ჩადგა ყველაფერი თავის კალაპოტში და მთელ ქვეყანაში სიკეთემ დაისადგურა.

                                           ,, ჭირი იქა, ლხინი აქა,
                                              ქატო იქა, ფქვილი აქა.''

(ეს ჩემი დაწერილი ზღაპარია. იმედია მოგეწონათ. ეს სათაური მოცემულია მეშვიდე კლასის, ქართული ლიტერატურის წიგნში.ეს ზღაპარი შეიძლება დაგეხმაროთ, დავალების შესრულებაში. <3 <3 <3 )





Thursday, November 5, 2015

პატარა ანგელოზის ამბავი...

ეს ჩემი მოგონილი ამბავია, იმედია არ დამიწუნებთ :)

         ჩემს უბანში ერთი პატარა 10 წლის გოგონა ცხოვრობდა, მას  მშობლები არ  ჰყავდა, რადგან ისინი ერთმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ამიტომ მას  მოხუცი ბებია ზრდიდა. გოგონა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე კარგად სწავლობდა, მისი ამხანაგები და მასწავლებლები ყველაფერში ეხმარებოდნენ, ის სწავლისთვის დიდად მოწადინებული იყო, უნდოდა რომ კარგი  მომავალი შეექმნა.
        ერთხელ ბებია ლოგინად ჩავარდა, ფეხზე ადგომაც კი აღარ შეეძლო. გოგონა იძულებული გახდა სახლის საქმეც გაეკეთებინა და ამასთანავე ავადმყოფი ბებიისთვის მიეხედა, რომელსაც პირში სული მძლივს ედგა. გოგონას სწავლისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა.
          და უცებ გამოჩნდა ქალი რომლისთვის წერილი სკოლას გაუგზავნია გოგონასთან დაკავშირებით. მას მისი შვილად აყვანა სურდა, გაიგო ბავშვის  ტრაგედიით სავსე ცხოვრების შესახებ. გოგონა ამ ამბავმა ძალიან გაახარა, იგი სიხარულისგან ცას ეწია. ქალმა და გოგონამ ერთად ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს, ეს ქალი არც მდიდარი და არც ღარიბი, საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო. ყველაფერს აკეთებდა ამ ბავშვის ბედნიერებისთვის. ბებია უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც გოგონა მოიწყენდა დედობილი ამხნევებდა. მისი საშუალებით გოგონამ სკოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია. ყველა მადლობას უხდიდა ქალს რომ გოგონას ასე დაეხმარა და ოჯახი აჩუქა. ის ძალიან ბედნიერი იყო. სიცოხლის ხალისი დაუბრუნდა, მიზნებს ისახავდა და ფიქრობდა რომ ღმერთმა მას ნათელი მომავლის შექმნის საშუალება მისცა.
       მაგრამ... ერთ უბედურ დღეს  როდესაც კოკისპირული წვიმა იყო, გოგონას ავტობუსი მოსრიალდა და ხევში გადავარდა. გოგონა დაიღუპა, ალბათ სწორედ ეს იყო მისი ბედი. ის მაღლა, თავის მშობლებთან გაფრინდა და პატარა ანგელოზად იქცა....
 
          

Friday, October 30, 2015

ძალადობა!

დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ძალადობა. ძალადობა ეს არის ისეთი რამ რასაც არ გააჩნია რელიგია, ის ყველა ქვეყანაში რაღაცა დოზით არის გავრცელებული. ყველაზე მეტად კი კოლუმბიაში და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა : სუდანი , სამ. აფრიკის რესპუბლიკა, ანგოლა.
ძალადობა არის ადამიანზე ისეთი ძალის  გამოყენება, რომელზედაც ის თანახმა არ არის.ამ დროს არის აგრესია,მუქარა, წამება და ა.შ. ეს ყველაფერი კი ხშირად სიკვდილით სრულდება. მისი მსხვერპლი შეიძლება იყოს - ქალი, ბავშვი, მოხუცი, ინვალიდი.იშვიათად-მამაკაცი.ძალადობა იწვევს სხეულის დაზიანებას, განსაკუთრებით კი აღინიშნება ფსიქოლოგიურ ტრამვა.
ყველაზე ფართოდ გამოხატული ფორმაა ძალადობა ოჯახში. ამ დროს არის ფიზიკური ძალადობა,ყვირილი,შეურაცყოფის მიყენება და ა.შ.
წესით დღეს 21-ე საუკუნეში ძალადობაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, მაგრამ როგორც ჩანს დრო ადამიანს ვერ ცვლის.
ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ერთმანეთი და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც განცდილი აქვს ეს უბედურება მხარში ამოვუდგეთ. ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ამ სისასტიკეს და გაუნათლებლობას.ეს ყოველივე კი სწორედ ადამიანების გაუნათლებლობასა და არასწორ აღზრდაზე მიგვითითებს.


                                                   ა  რ  ა
 

                  ძ  ა  ლ  ა  დ  ო  ბ  ა  ს 

                               !   !   !

                         


Tuesday, October 27, 2015

***

მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი ბლოგია :D , მას დავარქვი ,,თითქმის ონლაინგოგო" მართალია სულელურად ჟღერს, მაგრამ რაც ,,ონლაინგოგო'' წავიკითხე თავში ასეთმა აზრმა გამიელვა მე მაინც ვაპირებდი რაღაც ვეებ-გვერდის გახსნას რადგან ჩემი თემები მომეთავსებინა, შემდეგ კი მივხვდი რომ ყველაზე საუკეთესო აზრი ბლოგის შექმნა იყო. მას ,,თითქმის'' ვუწოდე რადგან მე აქ ჩემს პირადულზე არ ვისაუბრებ უბრალოდ ჩემს თემებს მოვათავსებ რომ გამიზიაროთ თქვენი აზრი წარმატებები მისურვეთ <3 :D <3