ეს ჩემი მოგონილი ამბავია, იმედია არ დამიწუნებთ :)
ჩემს უბანში ერთი პატარა 10 წლის გოგონა ცხოვრობდა, მას მშობლები არ ჰყავდა, რადგან ისინი ერთმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ამიტომ მას მოხუცი ბებია ზრდიდა. გოგონა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე კარგად სწავლობდა, მისი ამხანაგები და მასწავლებლები ყველაფერში ეხმარებოდნენ, ის სწავლისთვის დიდად მოწადინებული იყო, უნდოდა რომ კარგი მომავალი შეექმნა.
ერთხელ ბებია ლოგინად ჩავარდა, ფეხზე ადგომაც კი აღარ შეეძლო. გოგონა იძულებული გახდა სახლის საქმეც გაეკეთებინა და ამასთანავე ავადმყოფი ბებიისთვის მიეხედა, რომელსაც პირში სული მძლივს ედგა. გოგონას სწავლისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა.
და უცებ გამოჩნდა ქალი რომლისთვის წერილი სკოლას გაუგზავნია გოგონასთან დაკავშირებით. მას მისი შვილად აყვანა სურდა, გაიგო ბავშვის ტრაგედიით სავსე ცხოვრების შესახებ. გოგონა ამ ამბავმა ძალიან გაახარა, იგი სიხარულისგან ცას ეწია. ქალმა და გოგონამ ერთად ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს, ეს ქალი არც მდიდარი და არც ღარიბი, საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო. ყველაფერს აკეთებდა ამ ბავშვის ბედნიერებისთვის. ბებია უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც გოგონა მოიწყენდა დედობილი ამხნევებდა. მისი საშუალებით გოგონამ სკოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია. ყველა მადლობას უხდიდა ქალს რომ გოგონას ასე დაეხმარა და ოჯახი აჩუქა. ის ძალიან ბედნიერი იყო. სიცოხლის ხალისი დაუბრუნდა, მიზნებს ისახავდა და ფიქრობდა რომ ღმერთმა მას ნათელი მომავლის შექმნის საშუალება მისცა.
მაგრამ... ერთ უბედურ დღეს როდესაც კოკისპირული წვიმა იყო, გოგონას ავტობუსი მოსრიალდა და ხევში გადავარდა. გოგონა დაიღუპა, ალბათ სწორედ ეს იყო მისი ბედი. ის მაღლა, თავის მშობლებთან გაფრინდა და პატარა ანგელოზად იქცა....
No comments:
Post a Comment