Saturday, November 14, 2015

ყველაფერი თავდაყირა !!!

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქვეყანა,თავიდან ყველაფერი თავის ადგილზე იყო , სანამ არ გამოჩნდა ერთი გოგონა, რომელმაც ყელაფერი თავდაყირა დააყენა. ეს გოგონა იყო , ერთი ბოროტი ჯადოქრის ერთადერთი შვილი სახელად - მელვინა. თვითონ ბოროტი არ იყო მაგრამ,დედამისი ხელს უშლიდა სიკეთის კეთებაში, მასაც სხვა გზა არ ჰქონდა. ერთხელ მელვინა შეიპარა საშინელი და საზარელი ჯადოქრის ოთახში და მისი გრძელი, შავტარიანი ჯოხი მოიპარა. უნდოდა, რომ ყველაფერი შავი და ბნელით მოცული, სინათლით შეეცვალა, მაგრამ რადგან მან შელოცვა არ იცოდა ყველაფერი სხვანაირად მოხდა: თევზებმა წყლის მაგივრად ხეებზე დაიწყეს ცხოვრება, უსწავლელ ბავშვებს ცუდი ნიშნის ნაცვლას 10 ქულა ეწერებოდათ, ადამიანები კი არ ბერდებოდნენ, არამედ ახაგაზრდებად რჩებოდნენ და ა.შ. მელვინას შეეშინდა, ნანობდა, "ეს რა ჩავიდინეო", მაგრამ ერთი მხრივ კარგიც იყო, მან ხომ ცხოვრება შეცვალა. ბოროტ ჯადოქარს რომ გაეგო მელვინას საქციელის შესახებ, გამწარდებოდა და ალბათ თავისი მრისხანებისგან მთელ ქვეყანას გადაწვავდა.მაგრამ ამაოდ,მელვინამ ერთი რაღაც მოიფიქრა. გადაწყვიტა რომ ბოროტი ჯადოქრის გაღვიძებამდე შეპარულიყო მის ბიბლიოთეკაში, მოეძებნა შელოცვის წიგნი და ყველაფერი თავის ადგილზე დაებრუნებინა.ეს საქმე კი ასე მარტივად მოსაგვარებელი არ იყო. მელვინა ჩუმად შეიპარა ბიბლიოთეკაში, იპოვა შელოცვის წიგნი, მაგრამ გადაშალა და იქიდან ერთი პატარა, თეთრი მტრედი ამოფრინდა.მტრედმა მელვინას თავისი ისტორია მოუყვა, თურმე ის ყოფილა ნაკადულებისა და ჩანჩქერების, ზღვებისა და ოკეანეების მფარველი ანგელოზი. შემთხვევით მას ჯადოქრისა და გრძელცხვირა ზღარბის საუბარი მოუსმენია, ეს რომ ჯადოქარს გაუგონია, მისტვის ყველაფერი წაურთმევია, მტრედად უქცევია, მაგრამ ესეც არ უკმარია და შელოცვების წიგნში გამოუკეტია. მელვინას მბრწყინავ თვალებზე  ვერცხლისფერი ცრემლები მოაწვა. მისი ერთი წვეთი ცრემლი წიგნს დაეცა და უცებ მისმა სურვილმა ახდენა დაიწყო.  ცაზე ფერადი ცისარტყელა გამოჩნდა,ადამიანები რომლებიც სულ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ეხლა ერთად დადიოდნენ და იცინოდნენ. აი მელვინას მთავარი ოცნება - ყველა ადამიანის თვალებში სიკეთე სუფევდა, არც შური ,არც ბოღმა, არც მტრული განწყობა იყო. ის თეთრი მტრედი კი თავის პირვანდელ სახე დაუბრუნდა  და გახდა ისევ, ნაკადულებისა და ჩანჩქერების, ზღვეისა და ოკეანეების ფერია.გახარებული და თვალებაციმციმებული მელვინა ფერიასთან ერთად ბიბლიოთეკიდან სულ- ცეკვა სიმღერით გამოვარდა,მაგრამ უცებ გაჩერდა და ჩუმად შეიპარა დედამისის ანუ ბოროტი ჯადოქრის ოთახში, ჯოხის დასადებად. შეაღო კარები და დაინახა თეთრ კაბაში გამოწყობილი მაღალი ლამაზი ქალი. გაუკვირდა და მიხვდა რომ მისმა სურვილმა არამარტო მთელ ქვეყანაზე არამედ ყველაზე ბოროტ და საზარელ ჯადოქარზეც კი იმოქმედა.ასე ჩადგა ყველაფერი თავის კალაპოტში და მთელ ქვეყანაში სიკეთემ დაისადგურა.

                                           ,, ჭირი იქა, ლხინი აქა,
                                              ქატო იქა, ფქვილი აქა.''

(ეს ჩემი დაწერილი ზღაპარია. იმედია მოგეწონათ. ეს სათაური მოცემულია მეშვიდე კლასის, ქართული ლიტერატურის წიგნში.ეს ზღაპარი შეიძლება დაგეხმაროთ, დავალების შესრულებაში. <3 <3 <3 )





Thursday, November 5, 2015

პატარა ანგელოზის ამბავი...

ეს ჩემი მოგონილი ამბავია, იმედია არ დამიწუნებთ :)

         ჩემს უბანში ერთი პატარა 10 წლის გოგონა ცხოვრობდა, მას  მშობლები არ  ჰყავდა, რადგან ისინი ერთმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ამიტომ მას  მოხუცი ბებია ზრდიდა. გოგონა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე კარგად სწავლობდა, მისი ამხანაგები და მასწავლებლები ყველაფერში ეხმარებოდნენ, ის სწავლისთვის დიდად მოწადინებული იყო, უნდოდა რომ კარგი  მომავალი შეექმნა.
        ერთხელ ბებია ლოგინად ჩავარდა, ფეხზე ადგომაც კი აღარ შეეძლო. გოგონა იძულებული გახდა სახლის საქმეც გაეკეთებინა და ამასთანავე ავადმყოფი ბებიისთვის მიეხედა, რომელსაც პირში სული მძლივს ედგა. გოგონას სწავლისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა.
          და უცებ გამოჩნდა ქალი რომლისთვის წერილი სკოლას გაუგზავნია გოგონასთან დაკავშირებით. მას მისი შვილად აყვანა სურდა, გაიგო ბავშვის  ტრაგედიით სავსე ცხოვრების შესახებ. გოგონა ამ ამბავმა ძალიან გაახარა, იგი სიხარულისგან ცას ეწია. ქალმა და გოგონამ ერთად ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს, ეს ქალი არც მდიდარი და არც ღარიბი, საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო. ყველაფერს აკეთებდა ამ ბავშვის ბედნიერებისთვის. ბებია უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც გოგონა მოიწყენდა დედობილი ამხნევებდა. მისი საშუალებით გოგონამ სკოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია. ყველა მადლობას უხდიდა ქალს რომ გოგონას ასე დაეხმარა და ოჯახი აჩუქა. ის ძალიან ბედნიერი იყო. სიცოხლის ხალისი დაუბრუნდა, მიზნებს ისახავდა და ფიქრობდა რომ ღმერთმა მას ნათელი მომავლის შექმნის საშუალება მისცა.
       მაგრამ... ერთ უბედურ დღეს  როდესაც კოკისპირული წვიმა იყო, გოგონას ავტობუსი მოსრიალდა და ხევში გადავარდა. გოგონა დაიღუპა, ალბათ სწორედ ეს იყო მისი ბედი. ის მაღლა, თავის მშობლებთან გაფრინდა და პატარა ანგელოზად იქცა....