ჩემი აზრით განათლება და ჯანმრთელობის დაცვა, მთელ მსოფლიოში უფასო უნდა იყოს, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება მიიღოს განათლება,იმიტომ რომ გაარჩიოს, გაანალიზოს ის მოვლენები, რომელიც მის გარშემო, მის ირგვლივ ხდება. ყველა სკოლა რომ ფასიანი იყოს, მაშინ ადამიანები განათლებას ვერ მივიღებთ, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვისწავლით როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი, ვერ მივაღწევთ ცხოვრებაში იმას რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ეს პირველ რიგში უნდა იყოს მოგვარებული, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი ხანში შესულებს არ აქვთ კარგი მკურნალობის საშუალება, რის გამოც ისინი ნაადრევად იღუპებიან, ამიტომ მე ვთვლი რომ საჭიროა უფასო განათლება და ჯანმრთელობის დაცვა მთელ მსოფლიოში.
Friday, December 4, 2015
მწვანე ციყვის ამბავი
მსოფლიოში სხვადასხვა სახის ცხოველი არსებობს. ერთ ტყეში მრავალი ფრინველი, ცხოველი თუ მცენარეა. მე მწვანე ციყვი ვარ. ჩემი შეფერილობის გამო ყველა დამცინის, მასხრად მიგდებენ, განსაკუთრებით კი ციყვები დამცინიან. არ მიღებენ ისეთს როგორიც ვარ. თხილს რომ შევაგროვებ ზამთრისთვის, მოვლენ და ყველაფერს წამართმევენ. მხოლოდ ადამიანები მექცევიან კარგად. ვინც დამინახავს ხელში ამიყვანს და მომეფერება. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი. ადრე მეც ჩვეულებრივი ციყვი ვიყავი და ისეთი ფერი მქონდა როგორიც სხვა ციყვებს აქვთ, მაგრამ ერთ დღეს მწვანე კაკალი დამეცა თავში. ორი დღე ცუდად ვიყავი, დედაჩემი ნერვიულობდა. თურმე ფერი მეცვლებოდა და იმიტომ ვყოფილვარ ავად. ადამიანები მეუბნებიან: ,, შენ ყველაზე განსხვავებული და განსაკუთრებული ხარო." შეიძლება ასეც არის, მაგრამ მაშინ ყველა რატომ დამცინის?! პატარა რომ ვიყავი, იმ დღეს როდესაც ფერი შემეცვალა, დედამ მითხრა: ,,შენ განსაკუთრებული ხარ, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, რომ შენი ბევრს შეშურდება, ისინი შეეცდებიან დაგცინონ, მასხრად აგიგდონ, მაგრამ ამის გამო არ დაღონდე, პირიქით გაძლიერდი და შენი თავის ირწმუნეო."
გავიდა წლები, მეგობრები გამიჩნდნენ, ისინი სულ მეუბნებიან რა ლამაზი და განსხვავებული ხარო. აღარავინ დამცინის, პირიქით ყველა ჩემთან მეგობრობს. :) :) :)
გავიდა წლები, მეგობრები გამიჩნდნენ, ისინი სულ მეუბნებიან რა ლამაზი და განსხვავებული ხარო. აღარავინ დამცინის, პირიქით ყველა ჩემთან მეგობრობს. :) :) :)
Subscribe to:
Posts (Atom)