მსოფლიოში სხვადასხვა სახის ცხოველი არსებობს. ერთ ტყეში მრავალი ფრინველი, ცხოველი თუ მცენარეა. მე მწვანე ციყვი ვარ. ჩემი შეფერილობის გამო ყველა დამცინის, მასხრად მიგდებენ, განსაკუთრებით კი ციყვები დამცინიან. არ მიღებენ ისეთს როგორიც ვარ. თხილს რომ შევაგროვებ ზამთრისთვის, მოვლენ და ყველაფერს წამართმევენ. მხოლოდ ადამიანები მექცევიან კარგად. ვინც დამინახავს ხელში ამიყვანს და მომეფერება. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი. ადრე მეც ჩვეულებრივი ციყვი ვიყავი და ისეთი ფერი მქონდა როგორიც სხვა ციყვებს აქვთ, მაგრამ ერთ დღეს მწვანე კაკალი დამეცა თავში. ორი დღე ცუდად ვიყავი, დედაჩემი ნერვიულობდა. თურმე ფერი მეცვლებოდა და იმიტომ ვყოფილვარ ავად. ადამიანები მეუბნებიან: ,, შენ ყველაზე განსხვავებული და განსაკუთრებული ხარო." შეიძლება ასეც არის, მაგრამ მაშინ ყველა რატომ დამცინის?! პატარა რომ ვიყავი, იმ დღეს როდესაც ფერი შემეცვალა, დედამ მითხრა: ,,შენ განსაკუთრებული ხარ, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, რომ შენი ბევრს შეშურდება, ისინი შეეცდებიან დაგცინონ, მასხრად აგიგდონ, მაგრამ ამის გამო არ დაღონდე, პირიქით გაძლიერდი და შენი თავის ირწმუნეო."
გავიდა წლები, მეგობრები გამიჩნდნენ, ისინი სულ მეუბნებიან რა ლამაზი და განსხვავებული ხარო. აღარავინ დამცინის, პირიქით ყველა ჩემთან მეგობრობს. :) :) :)
No comments:
Post a Comment